კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ქალაქ ტამბლერ რიჯში მომხდარი სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულებს შორის სავარაუდო თავდამსხმელია, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ტამბლერ რიჯის სკოლაTumbler Ridge Secondary Schoo-ში ექვსი მოკლული ადამიანი ნახეს.
კიდევ ერთი ადამიანი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ კიდევ ორი მსხვერპლის ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი პირდაპირ კავშირშია ინციდენტთან.
თავად თავდამსხმელი სკოლაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ აღნიშნა, რომ ქალი თვითდაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სროლის დროს მაცხოვრებლების მობილურ ტელეფონებზე გაგზავნილ საგანგებო შეტყობინებაში ეჭვმიტანილი აღწერილი იყო, როგორც კაბიანი, ყავისფერთმიანი ქალი.
ორი დაშავებული, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ, საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
კიდევ 25 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პოლიციის სერჟანტმა კრის კლარკმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვერ ხედავენ დამატებითი ეჭვმიტანილების ან საზოგადოებისთვის საფრთხის არსებობის რაიმე ნიშანს.