საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ღიად ანტიევროპულია“ და ევროკავშირის „დაშლას“ ცდილობს. ამის შესახებ მაკრონმა Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც აშკარა აგრესიის აქტი არსებობს, თავი არ უნდა დახარო და შეთანხმების მიღწევას არ უნდა შეეცადო. ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცადეთ და ის არ მუშაობს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპამ არ უნდა აღიქვას ვაშინგტონთან დაძაბულობის დროებითი შემცირება როგორც მდგრადი ცვლილება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს „გამოღვიძების სიგნალი“ დიდი ხნის დაგვიანებული ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად.