უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უკრაინისთვის ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერა 100 მილიონ ევრომდე გაზარდეს. ამის შესახებ შმიჰალი Х-ზე წერს.
„ნიდერლანდებმა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით გაწეული დახმარება 100 მილიონ ევრომდე გაზარდა.
ნიდერლანდები დამატებით 35 მილიონ ევროს გამოყოფს,“ - წერს შმიჰალი.
შმიჰალმა განმარტა, რომ თანხის ნაწილი „იმედის სხივის“ ინიციატივის ფარგლებში შენობების სახურავებზე მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟებას მოხმარდება.
პროექტის მიზანია რუსული თავდასხმების შემდეგ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.