მიუნხენის კონფერენციაზე გერმანიაში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სლოვაკეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუბიო გერმანიაში 13-დან 25 თებერვლამდე იქნება, რათა მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაში.
ამის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო 15-16 თებერვალს ბრატისლავას და ბუდაპეშტს ეწვევა.
„ბრატისლავაში, მდივანი რუბიო შეხვდება სლოვაკეთის მთავრობის ძირითად წევრებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონული უსაფრთხოების საერთო ინტერესებს, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ბირთვული ენერგიისა და ენერგიის დივერსიფიკაციის საკითხებში და მხარი დაუჭიროს სლოვაკეთის სამხედრო მოდერნიზაციას და მის ერთგულებას ნატო-ს მიმართ,“ - ნათქვამია განცახდებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო ბუდაპეშტში ვიზიტის დროს უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.