8 თებერვალს, შუაღამის შემდეგ, რუსეთის ძალები თავს დაესხნენ დნიპროპეტროვსკის ოლქის დნოპრის რაიონს, რის შედეგადაც 10 წლის ბიჭი დაჭრეს. დაზიანდა სამი კერძო სახლი. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ჰანჯამ განაცხადა.
„შუაღამის შემდეგ მტერმა დნიპრის რეგიონს შეუტია. დაშავდა ბავშვი, 10 წლის ბიჭი. ის საავადმყოფოშია. ექიმები მის მდგომარეობას საშუალო სიმძიმედ აფასებენ“, - განაცხადა ჰანჯამ.
მისი თქმით, მტერმა ნიკოპოლის ოლქს მძიმე არტილერიით შეუტია. დარტყმები რეგიონულ ცენტრზე, ასევე პოკროვსკაიასა და ჩერვონოჰრიგოროვსკაიაზე განხორციელდა.
ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმზრვანელმა ივან ფიოდოროვმა, განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ზაპოროჟიესა და პოლოხივსკის რაიონებზე რუსეთის თავდასხმის ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მან აღნიშნა, რომ რეგიონში სახლების, მანქანებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ სულ 67 შეტყობინებაა მიღებული.