უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ დაბიში აშშ-ის წარმომადგენლებმა მხარეებს ენერგეტიკული ზავი კვლავ შესთავაზეს.
„ამერიკამ ორივე მხარეს შემოგვთავაზა მხარი დავუჭიროთ დონალდ ტრამპის დეესკალაციის ინიციატივას ენერგეტიკის მიმართულებით. უკრაინამ დაადასტურა, რუსეთმა ჯერ – არა“, – თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსები, როგორც წესი, ასეთ ინიციატივებზე რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების შემდეგ რეაგირებენ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ განმარტა, შეერთებულმა შტატებმა პირველად შესთავაზა მხარეებს სამმხრივი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ჩატარება საკუთარ ტერიტორიაზე.
„ამერიკამ პირველად შესთავაზა მოლაპარაკების ორივე ჯგუფს შეერთებულ შტატებში შეხვედრა – სავარაუდოდ, მაიამიში – ერთი კვირის შემდეგ. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.