5 თებერვლის ღამეს, კიევში რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს.
„სოლომენის რაიონში დრონის ნამსხვრევებმა ოთხი მაღალსართულიანი შენობის ფასადი დააზიანა და ფანჯრები ჩაამსხვრია. 79 წლის ქალი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთ 89 წლის ქალს დახმარება ადგილზე გაეწია“, - აღნიშნულია კიევის პოლიციის განცახდებაში.
დარნიცის რაიონში, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ფასადი დაზიანდა.
ობოლონის რაიონში, დრონის ნამსხვრევების ავტოსადგომზე ჩავარდნის შემდეგ, ორ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
დრონი შევჩენკოს რაიონში ოფისის შენობის სახურავს შეეჯახა. გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.