რუსეთმა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ თავდასხმები განახორციელა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
ანტონიო ტაიანიმ განაცხადებით, რუსეთის კიბერშეტევები იტალიის საელჩოებზე, მათ შორის ვაშინგტონის ოფისზე, ასევე კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტებზე წარმატებით მოიგერიეს.
მინისტრის თქმით, ყველა თავდასხმა ნეიტრალიზებული იქნა დიპლომატიური დაწესებულებებისა და ოლიმპიური ობიექტების ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე.
„ჩვენ მოვიგერიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისებზე კიბერშეტევების სერია, დაწყებული ვაშინგტონიდან, ასევე ზამთრის ოლიმპიადის ზოგიერთ ობიექტზე, მათ შორის კორტინაში მდებარე სასტუმროებზე“, - აღნიშნა ტაიანიმ.
მან აღნიშნა, რომ ეს ქმედებები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2026 წლის 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება.