4 თებერვალს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ჩინეთის სამთავრობო მედია იუწყება.
ამერიკელი ლიდერის პრესსამსახურსაც ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია საუბრის შესახებ.
მანამდე, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი ვიდეოზარის საშუალებით მოლაპარაკებებს მართავენ.
პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და „ძირითადი საერთაშორისო საკითხები“ განიხილეს.