აბუ დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა, - ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი წერს.
რავიდის თქმით, შეხვედრას დელეგაციები ხვალ შუადღისას გააგრძელებენ.
„აბუ დაბიში აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ხუთშაბათს, შუიადღისას (ადგილობრივი დროით) განახლდება“ - წერს რავიდი.
ამასთან, როგორც რავიდი უკრაინულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, „მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო“.