ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემსა და მიგრანტების გადამყვან ნავს შორის შეჯახების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, მიგრანტები თურქეთიდან კუნძულ ქიოსისკენ მიემართებოდნენ, რა დროსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდს შეეჯახნენ.
მაშველებმა წყლიდან, 15 დაღუპულის ცხედართან ერთად, 23 დაშავებულიც ამოიყვანეს, რომელთა შორის 11 ბავშვია.
მედიის ცნობით, ასევე დაშავდა სანაპირო დაცვის ორი თანამშრომელიც. საერთო ჯამში, გასაბერ ნავზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.