დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დაიბარა, რათა რუსი დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმოს.
ბრიტანეთმა შესაბამის გადაწყვეტილებას საპასუხო ნაბიჯი უწოდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მოსკოვმა ბრიტანელი დიპლომატი გააძევა და უკანონო ჯაშუშობაში დაადანაშაულა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ბრალდებები „უსაფუძვლოა“ და გაძევება „გაუმართლებელი და უსაფუძვლო“.
„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაძევების შესახებ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას და ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ მის უსაფუძვლო ბრალდებებს.
რუსეთის ელჩის დაბარებით საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ნათლად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეეგუება ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების დაშინებას, ამიტომ დღეს საპასუხო ზომებს ვიღებთ რუსი დიპლომატის აკრედიტაციის გაუქმებით“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიების „მუშაობის ჩაშლას“ და კიევისთვის ლონდონის მხარდაჭერის შეფერხებას.