რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში საცხოვრებელ შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მტრის თავდასხმის შედეგად 44 წლის კაცი და მისი 23 წლის ვაჟი დაიღუპნენ, ახალგაზრდის 42 წლის დედა, 11 წლის ძმა და 16 წლის და დაშავდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.