მე ყოველთვის ვამბობდი: მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელიც ომის დასრულებისთვის იმუშავებს. მაგრამ მოსკოვში და ბელარუსში ეს უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ის გამოეხმაურა კრემლის განცხადებას, რომლ;ის თანახმად, ზელენსკის შეუძლია ჩაივიდედს მოსკოვში ვლაიდიმირ პუიტინთან შესახვედრას.
„რა თქმა უნდა, ჩემთვის პუტინთან შეხვედრა მოსკოვში შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. მეც შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, საჯაროდ ვიწვევ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სურს ომის რეალური დასრულების კონსტრუქციული მოლაპარაკებები, შეხვედრა, რომელიც შეიძლება პროდუქტიული იყოს, არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.
„მაგრამ თუ ვინმეს შეხვედრა არ სურს, მაგრამ რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში ეპატიჟება. გასაგებია, რაც ხდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ლიდერების შეხვედრის ნებისმიერი რეალისტური ფორმატი მისაღები იქნებოდა უკრაინული მხარისთვის. „არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ეს. თუმცა, ის ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება“, - თქვა მან.
„მე ყოველთვის ვამბობდი: ომის დასრულებისთვის მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, რომელიც იმუშავებს.
„მაგრამ მოსკოვში და ბელარუსში ეს უბრალოდ შეუძლებელია და სრულიად ნათელია, თუ რატომ - რადგან ესენი არიან სახელმწიფოები, რომელთაგან ერთი აგრესორია, რომელმაც დაიწყო და აწარმოებს ომს ჩვენს წინააღმდეგ, გვკლავს, ხოლო მეორე ქვეყანა მისი პარტნიორია ამ ქმედებებში“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.