უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არ არსებობს პირდაპირი შეთანხმებები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის დარტყმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება, მათ შორის აბუ დაბიში. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს.
„ამ საკითხზე ჩვენსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგი ან პირდაპირი შეთანხმება არ ყოფილა,“ - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
„აბუ დაბიში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე საკითხი, განიხილებოდა. ამერიკული მხარეც ცალკე გვესაუბრა. არ ვიცი, ესაუბრნენ თუ არა რუსეთს. ალბათ, ასეც ესაუბრნენ. ამერიკელებმა განაცხადეს, რომ სურთ დეესკალაციის საკითხის წამოწევა - რათა ორივე მხარემ დემონსტრირება მოახდინოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა თავიდან აიცილონ გრძელვადიანი შესაძლებლობების გამოყენება, რათა შეიქმნას მეტი სივრცე დიპლომატიისთვის“, - თქვა ზელენსკიმ.
მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს დეესკალაციის ნებისმიერ ინიციატივას და კიევი ამას განუწყვეტლივ ადასტურებს საუდის არაბეთში გასულ წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეხვედრების შემდეგ.