რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცება 24 თებერვალს იგეგმება.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა, 29 იანვარს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„რაც შეეხება სანქციების მე-20 პაკეტს, ჩვენი მიზანია მისი 24 თებერვალს გამოქვეყნება“, - განაცხადა კალასმა.
მან განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა სანქციების წინადადებით გამოდიან, მათ შორისაა „საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვა, ასევე ენერგეტიკულ სანქციები და მინერალურ სასუქების საკითხები“.
„ვგულისხმობ, რომ ეს წინადადებები მაგიდაზეა. ასე რომ, მუშაობა გრძელდება“, - განაცხადა კალასმა.
კაია კალასმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია თქვას, რომ ამ დროისთვის ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის პაკეტის შინაარსთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს.
„ვერ ვიტყვი, რომ ახლა შეთანხმება გვაქვს, სხვაგვარად, უკვე გამოვაცხადებდით, რომ შეთანხმება გვაქვს. მაგრამ დღეს ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ [ამის შესახებ] და ახლა ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, - თქვა კალასმა.