სხდომაზე გამოსვლისას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხური სამოციქულო ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირი მთავრობის დამხობისა და მკვლელობისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა.
„სომხეთში სასულიერო პირები არ იდევნებიან. თუმცა, მინდა დაგისვათ შეკითხვა: თუ თქვენ გექნებათ მსგავსი სიტუაცია, როდესაც სომხეთის ზოგიერთი მოქალაქე საჯაროდ მოუწოდებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ძალადობრივ დამხობას, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გადატრიალებებისა და ძალადობის გზით... არსებობს ძალადობისკენ ღია მოწოდებები, გარკვეული ლიდერების მკვლელობისკენ მოწოდებები და მათ შორის ჩემს მიმართაც, რა პასუხი გექნებოდათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?“ - განაცხადა მირზოიანმა.
მისი თქმით, სომხეთის ყველა მოქალაქემ, მათ შორის სასულიერო პირებმა, პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა და ხელოვანებმა, უნდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.
„ამჟამად, სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
„არ მინდა არანაირად შევეხო უდანაშაულობის პრეზუმფციას... თუმცა, ამ პირებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებშიც მოუწოდებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერების ძალადობრივი გზით გადაყენებისკენ და ეს განცხადებები ღიად გააკეთეს, ასევე იყო მოწოდებები მკვლელობისკენ“, - განაცხადა მირზოიანმა.