სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა.
რუსული მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, პესკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. დაგეგმილია სამუშაო საუზმე, ასევე ცალკე საუბარი.
მხარეები განიხილავენ რუსეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.
ლიდერების წინა შეხვედრა 2025 წლის ოქტომბერში გაიმართა.
მაშინ სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამასკოს მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს.