შეერთებულ შტატებში ძლიერი ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 34-მდე გაიზარდა. ინფორმაციას USA Today ავრცელებს.
„ძლიერი შტორმის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნავს გამოცემა.
აღნიშნულია, რომ გარდაცვალების ნახევარზე მეტი გამოწვეული იყო ჰიპოთერმიით, ქუჩაში ყოფნით ან თოვლის გაწმენდასთან დაკავშირებული სამუშაოთი.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, აღმოსავლეთ ტეხასიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე რეგიონში ძლიერი თოვლი და სახიფათო ლიპყინულია მოსალოდნელი.
სულ მცირე 21 შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ნიუ-იორკში დაიხურა სკოლები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდთოვლობას „ისტორიული“ უწოდა.