მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, სამოყვარულო საფეხბურთო მატჩზე შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვია. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ინციდენტი გუანახუატოს შტატის ცენტრალურ ნაწილში, სალამანკას ოლქის ქალაქ ლომა დე ფლორესში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე შეიარაღებული პირი ორი ავტომობილით მივიდა და განურჩევლად ცეცხლი გაუხსნა მოთამაშეებსა და მაყურებლებს.
სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.