7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ირანმა ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები განახორციელა, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა ირანის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობის შესახებ.
გიდეონ საარმა აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.
„ირანის ამჟამინდელი რეჟიმი თავის ხალხს კლავს და როგორ დამოკიდებულებას შეიძლება ველოდოთ მათგან სხვა ქვეყნების მიმართ?! არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ბირთვული იარაღი მათ ხელში აღმოჩნდეს ,“ - განაცხადა საარმა.