ლიეტუვაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ზელენსკი განასახიერებს იმ ერის გამბედაობას, რომელიც უარს ამბობს თავისუფლების დათმობაზე.
ამის შესახებ ტიხანოვსკაია Х-ზე წერს.
ტიხანოვსკაიას თქმით, ის კვირას ვილნიუსში ზელენსკის შეხვდა.
„ის განასახიერებს იმ ერის სიმამაცეს, რომელიც უარს ამბობს თავისუფლების დათმობაზე. მისი ლიდერობა მსოფლიოს შეახსენებს, რომ ღირსება, სუვერენიტეტი და დემოკრატია დაცვას იმსახურებს. ჩვენი ბრძოლა საერთოა. ჩვენი მომავალი ევროპულია,“ - წერს ტიხანოვსკაია.