უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიც მზად უნდა იყოს კომპრომისზე წასასვლელად უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების დროს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვილნიუსში ლიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივი მოლაპარაკებების დროს „განხილული იქნა 20-პუნქტიანი გეგმა და პრობლემური საკითხები. ბევრი პრობლემური საკითხი იყო, მაგრამ ახლა ისინი უფრო ნაკლებია“.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს დიდი ხანია სურს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ „უკრაინა ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით არ იყოს“.
„მათ (რუსებმა) ეს მიზნად დაისახეს და აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ მიზნის მიღწევა სურთ. ფრონტზე მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ამის გაკეთება.
ჩვენი პოზიცია ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რომელიც პატივისცემით უნდა იქნას დაცული - ყველამ იცის ჩვენი პოზიცია: ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი, ჩვენ არ ვიბრძვით უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომ რა კითხვები შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ?“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„დიახ, ეს ორი განსხვავებული პრინციპული პოზიციაა: რუსული და უკრაინული. ამერიკელები ცდილობენ კომპრომისის პოვნას. ჩვენ ვეთანხმებით სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს. ეს, შესაძლოა, პირველი ნაბიჯებია სწორედ ამ კომპრომისის მოსაძებნად.
მაგრამ კომპრომისისთვის, ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპრომისზე წასასვლელად. სხვათა შორის, ამერიკული მხარეც,“ - განაცხადა ზელენსკიმ.