უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში რუსებმა 1700-ზე მეტი დრონი, 1380 მართვადი ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ზელენსკი Facebook-ზე წერს.
„ამჟამად რუსეთის მთავარი სამიზნეები ჩვენი ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობებია... რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მასშტაბური დარტყმა შეიძლება დამანგრეველი იყოს. ამიტომ, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო და ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკასთან და ევროპასთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ ცის უფრო მეტი დაცვა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვირას ვილნიუსში პარტნიორებთან შეხვედრას გამართავს უკრაინის გასაძლიერებლად.
ცნობისათვის, დღეს ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა.