უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინას წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერჰიი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი.
ზელენსკიმ ამ ის შესახებ დავოსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მთელი ჩვენი ჯგუფი წავა. სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. იქ იქნებიან უმეროვი, ბუდანოვი, კისლიცა, არახამია და მე გნატოვსაც ვთხოვე, კიევიდან გაფრინდეს. ეს სავალდებულოა, რადგან სამხედრო პირები აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განმარტებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაგეგმილია უკრაინის, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა მოლაპარაკებების დონეზე. მისი თქმით, გუნდები ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ.