პარასკევს და შაბათს, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის გუნდები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში გაემგზავრება, ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს შეხვედრას ელოდნენ და ახლა ისინი გაემგზავრებიან და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა საამიროებში. ვფიქრობ, ეს ხვალ და ზეგ იქნება. ეს ორდღიანი შეხვედრა იქნება საამიროებში“, - განაცხადა ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.