უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დავოსში შეხვედრა დასრულდა.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრა დასრულდა. მისი დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის თანახმად, ის დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.
დასასრულს, ლიდერებს „მოკლე პირისპირ საუბარი ჰქონდათ“.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა შეხვედრას „კარგი“ უწოდა.
უკრაინული მედიის თანახმად, პრეზიდენტებსა და პრესას შორის ერთობლივი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.