უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც ის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ზელენსკის და ტრამპის შეხვედრა, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება. ზელენსკის მთავარი გამოსვლა ასევე ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა მოსალოდნელი.
პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს პანელურ შეხვედრაში.
ღონისძიების ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.