ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა გააზრებული დიპლომატიაა.
მან კვლავ უარი თქვა აშშ-სა და დანიას შორის გრენლანდიასთან დაკავშირებულ დავაზე კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა, რომ ის პირადად მუშაობს გადაწყვეტის მოძიებაზე.
„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებში ვმუშაობ. ჩემი განცხადებებით არაფერი დაემატება,“ - განაცხადა რუტემ.
ის მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა „გააზრებული დიპლომატიაა“.
რუტეს თქმით, აშშ კვლავ ერთგული რჩება სამხედრო ალიანსის, რადგან „ნატო გადამწყვეტია არა მხოლოდ ევროპის, არამედ აშშ-ის უსაფრთხოებისთვისაც“.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხეობისათვის საჭიროა უსაფრთხო არქტიკა, უსაფრთხო ატლანტის ოკეანე და უსაფრთხო ევროპა და გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია არქტიკასთან დაკავშირებით.
„ჩვენ უნდა დავიცვათ არქტიკა. ვიცით, რომ საზღვაო გზები იხსნება, ვიცით, რომ რუსეთი და ჩინეთი ძალიან გააქტიურებულები არიან არქტიკაში. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკისთვის. დავიცვათ რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან“, - განაცხადა რუტემ.