სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევას და არ შეუერთდება მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“.
წყაროს ცნობით, მაკრონი არ გეგმავს ტრამპის მოწვევის მიღებას, რათა საფრანგეთი შეუერთდეს მის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“.
მაკრონი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის წესდება ღაზის საკითხს სცილდება და გაერო-ს პრინციპებისა და ინსტიტუტების პატივისცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.
მანამდე მედიაში გამოქვეყნდა მშვიდობის საბჭოს წესდების პროექტი.
ამ დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს მილიარდი დოლარი მოითხოვოს იმ სახელმწიფოებისგან, რომლებსაც სურთ იყვნენ მუდმივი წევრები და საბოლოო სიტყვა ჰქონდეთ მშვიდობის საბჭოს ყველა გადაწყვეტილებაში.
ტრამპმა მშვიდობის საბჭოს წევრებად მიიწვია ევროპის რამდენიმე სახელმწიფო, კანადა, ასევე რუსეთი და ბელარუსი.
პოლონეთის მთავრობამ პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გააფრთხილა არ შეუერთდეს მშვიდობის საბჭოს შეახსენა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ და პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.