უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.
„ამ დღეებში ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთი დარტყმისთვის მოემზადა, მასშტაბური დარტყმისთვის და ელოდება მომენტს, რომ ეს დარტყმა განახორციელოს.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო თავდასხმის ყველა გაფრთხილებას და ყველა ტერიტორია მზად უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად რეაგირებისთვის და ხალხის დასახმარებლად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.