აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილი გაუგზავნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
წერილში აღნიშნულია: „იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია რვა „პლუს“ ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის გაიმარჯვებს, ახლა შემიძლია ვიფიქრო იმაზე, თუ რა არის კარგი და სწორი შეერთებული შტატებისთვის. დანიას არ შეუძლია ამ მიწის დაცვა რუსეთისა და ჩინეთისგან“, - – ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.
ტრამპის თქმით,მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, თუ აშშ-ს გრენლანდიაზე სრული და ტოტალური კონტროლი არ ექნება.
ნობელის მშვიდობის პრემიას ოსლოში, ნობელის კომიტეტი გასცემს. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნორვეგიის მთავრობას ამ პროცედურაზე გავლენა არ აქვს.
შეგახსენებთ, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა.
ცოტა ხნის წინ მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, დონალდ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა.
მოგვიანებით, ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემია განუყოფლად არის დაკავშირებული მის მიმღებ პირთან ან ორგანიზაციასთან, მედლის გაჩუქება ან გაყიდვა შესაძლებელია, თუმცა ლაურეატად რჩება ის პირი, ვინც კომიტეტმა აირჩია.