კვირას, პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
პორტუგალიური მედიის ცნობით, არჩევნებში სოციალისტი ანტონიო ხოსე სეგურო ხმების 31.1%-ით ლიდერობს, ხოლო ულტრამემარჯვენე ანდრე ვენტურა მეორე ადგილზეა 23.5%-ით.
რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, მეორე ტური 8 თებერვალს გაიმართება.
ეს 40 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტუგალიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური პორტუგალიაში გუშინ გაიმართა. არჩევნებში რეკორდული რაოდენობის 11 კანდიდატი მონაწილეობდა.
პორტუგალია ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და მეტწილად სიმბოლური როლი აქვს, თუმცა კრიზისულ სიტუაციებში შეუძლია პარლამენტი დაითხოვოს. იგი ასევე ნიშნავს პორტუგალიის მთავრობის მეთაურს.