ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთან გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სტრატეგიულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენ, ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს მტკიცედ დავუპირისპირდებით”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.