აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიამ წლების განმავლობაში გრენლანდიიდან რუსული საფრთხის მოსაშორებლად ვერაფერი გააკეთა.
მისი თქმით, ახლა სწორედ ამის დრო დადგა.
„ნატო 20 წელია, დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“. სამწუხაროდ, დანიამ ამასთან დაკავშირებით ვერაფრის გაკეთება შეძლო. ახლა ამის დროა და ეს მოხდება!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.