იტალიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარას შეცდომა უწოდა.
„მიმაჩნია, რომ ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, შეცდომა იქნება. რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ. ასევე, ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს და ვაპირებ, ველაპარაკო ევროპელ პარტნიორებს. არსებობს არასათანადო გაგების და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში“, - განუცხადაჟურნალისტებს იტალიის პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს რეგიონი გადამწყვეტია სტრატეგიული თვალსაზრისით.
„საჭიროა ერთად მუშაობა, დიალოგთან დაბრუნება და ესკალაციის არდაშვება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ მინისტრმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.