ავსტრიაში სამი ზვავის ჩამოწოლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
ზალცბურგის მთის სამაშველო სამსახურის ცნობით, შუადღისას გროსარლის ხეობაში, 2150 მეტრის სიმაღლის ფინსტერკოფის მთაზე ზვავმა შვიდი მოლაშქრე მოიყოლა. ოთხი მათგანი დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა, ხოლო მხოლოდ ერთმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები.
ცოტა ხნის ადრე, ბად ჰოფგაშტაინის რაიონში, ზვავის ქვეშ მოყვა ქალი, რომელიც ქმართან ერთად მთაში იმყოფებოდა. ის დაიღუპა.
შუადღისას, შტირიის ფედერალურ მიწაზე მურის ველის რაიონში კიდევ ერთი ზვავი ჩამოწვა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თოვლში ჩეხეთის რესპუბლიკიდან სამი მოთხილამურე დაიღუპა. კიდევ ოთხი დაშავდა.
მაშველებმა მათი დროულად პოვნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა მოახერხეს.
ხელისუფლება მოქალაქეებს ზვავების შემდგომი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.