18 იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინას 201 უპილოტო საფრენ აპარატით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათგან 167 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.
დარტყმა 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კიდევ ორ ადგილას დაეცა.
დღეს დილის მონაცემებით, შეტევა გრძელდება, საჰაერო სივრცეში რამდენიმე მტრის უპილოტო საფრენი აპარატია.