რესპოდენტის შესახებ
11 წელიწადი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ამიტომაც მე კარგად მესმის და ჩემთვის ძალიან ახლოა ეს ეპარქია - მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და მე უახლოეს მომავალში როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელმა აფხაზეთი უნდა მოვინახულო, განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინტერვიუს ქართველი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უძღვებოდა.
_ 2008 წლის აგვისტოში თქვენი იყავით ინიციატორი მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და თქვენ თავად იყავით კონფლიქტის რეგიონში და ამის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი...
_ როდესაც მე მოვინახულე გორი ეს იყო ჯერ კიდევ საშიში დრო და მე Yთან მახლდა ორი მანქანა იმისათვის, რათა სნაიპერს ჩემთვის არ ესროლა. ჩვენ ვხედავდით, როგორ ეყარნენ ველზე ჩვენი დაღუპული ადამიანები და მახსენდება, რომ გზის პირას იდგა მანქანა და მასში მძღოლი იჯდა. იგი გარდაცვლილი აღმოჩნდა. ჩვენ იგი მანქანიდან გადმოვიყვანეთ და თბილისში წავიყვანეთ.
_ ახლახანს თქვენს ტიტულს დაემატა ტიტული "ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი". როგორ შეგიძლიათ ფიზიკურად გაუძღვეთ ეპარქიას, რომელზეც მოცემულ მომენტში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება?
_ სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე და ამას რუსეთს მართლმადიდებლური ეკლესიაც აღიარებს. 11 წელიწადი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ამიტომაც მე კარგად მესმის და ჩემთვის ძალიან ახლოა ეს ეპარქია და მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს და მე უახლოეს მომავალში უნდა მოვინახულო აფხაზეთი, როგორც ამ ეპარქიის ხელმძღვანელმა.
_ რამდენადაა ეს უსაფრთხო და დღევანდელ სიტუაციაში ფიზიკურად რამდენადაა შესაძლებელი?
_ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში დიდ მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ურთიერთობებს.
მადლობლები ვართ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მისი მხარდაჭერისათვის და იმისათვის, რომ რუსეთის ეკლესიამ აღიარა კანონიკური უფლება საქართველოს ეკლესიისა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ვფიქრობ, რომ უწმინდესი პატრიარქი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დაგვეხმარებიან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემების დარეგულირებაში.
მე არაერთგზის განმიცხადებია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის - რაში გჭირდებათ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თუკი თქვენ დაკარგავთ მეგობრობას საქართველოსთან. საქართველოს კარგად ესმის, რომ რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, მაგრამ იმავე დროს რუსეთი მხარს უჭერს სეპარატიზმს, მაშინ როდესაც იგი თავის ქვეყანაში ებრძვის მას.
_ თქვენ გქონდათ შეხვედრა დიდი ბრიტანეთის დედოფალთან ელისაბედ მეორესთან. საინტერესოა რაზე ისაუბრეს ბუკინგემის სასახლეში მონარქმა და პატრიარქმა?
_ უპირველეს ყოვლისა ეს იყო თბილი და გულითადი შეხვედრა და უნდა ვთქვა, რომ საქართველო ღრმად პატივს სცემს მის უდიდებულესობას. მან თქვა, რომ მძიმეა იყო დიდი სახელმწიფოს მეზობელი. ჩვენ გლობალიზაციის დროს ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პატარა სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ თავიანთი თვითმყოფადობა და კულტურა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა არ შთანთქან სხვათა კულტურა.

ავტორი: . .