გუშინდელი საღამოდან და მთელი ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინას 115 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, რომელთაგან 96 განეიტრალდა, ხოლო 11 ლოკაციაზე 16 დრონი განადგურდა.
საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ მტრის დრონების თავდასხმები მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა, უპილოტო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.
საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით მტრის 96 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.
11 ლოკაციაზე 16 დარტყმა დაფიქსირდა, ასევე ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ჩაცვივდა ორ ლოკაციაზე.