დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა დაასრულა თავისი პირველი უპილოტო ვერტმფრენის გამოცდა, რომელიც წყალქვეშა ნავების თვალთვალისთვის არის განკუთვნილი.
Reuters-ის ცნობით, მოწყობილობა ასევე შექმნილია სხვა მაღალი რისკის მისიების შესასრულებლად ატლანტის ოკეანეში მზარდი დაძაბულობის ფონზე.
ბრიტანეთის საზღვაო ძალებში გამოაცხადეს, რომ ვერტმფრენმა, სახელწოდებით Proteus, წარმატებით დაასრულა მოკლევადიანი სატესტო ფრენა.
80 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში შემუშავებულმა უპილოტო აპარატმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიდი ბრიტანეთისა და ნატო-ს მოკავშირეების ჩრდილო ატლანტიკაში „მზარდი საფრთხეებისგან“ დაცვაში.
საზღვაო ძალების ცნობით, Proteus იყენებს სენსორებსა და კომპიუტერულ სისტემებს, რომლებიც ამუშავებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც მას საშუალებას აძლევს, ინტერპრეტაცია გაუწიოს გარემოს და მიიღოს გადაწყვეტილებები.
საზღვაო ძალების თქმით, ის წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, საზღვაო პატრულირებისა და წყალქვეშა დევნისთვისაა განკუთვნილი.
„Proteus წარმოადგენს თვისობრივად ახალ ნახტომს თუ როგორ შეუძლია საზღვაო ავიაციას უზრუნველყოს მდგრადობა, ადაპტირება და მოქმედების დიაპაზონი, შეასრულოს მისიები რთულ გარემოში, ოპერატორების რისკის გარეშე“, - განაცხადა კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ნაიჯელ კოლმენმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის საზღვაო ძალები უკვე იყენებენ რამდენიმე უპილოტო აპარატს, მათ შორის პატარა სათვალთვალო ვერტმფრენს, თუმცა Proteus უფრო დიდი და რთული ტიპისაა.