აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს „მშვიდობის საბჭოს“ გაფართოებას, რომელშიც სხვა ცხელი წერტილების - უკრაინისა და ვენესუელის ჩართვა მოიაზრება.ამის შესახებ Financial Times იუწყება.
რომელსაც შეეძლება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამომავლო შეთანხმების შესრულების მონიტორინგი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ოფიციალური პირის განაცხადებით, ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „მშვიდობის საბჭოს“ „გაეროს პოტენციურ შემცვლელად... როგორც ერთგვარ პარალელურ, არაფორმალურ ორგანოდ მიიჩნევს, რომელიც ღაზის გარეთ სხვა კონფლიქტებს მოაგვარებს“.
აღნიშნულია, რომ „მშვიდობის საბჭო“ ღაზის სექტორისთვის ამერიკელი ლიდერის შუამავლობით შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ნაწილია. ეს ორგანო, რომელსაც თავად ტრამპი ხელმძღვანელობს, პალესტინის ანკლავის მომავალი მმართველობის კოორდინაციას ისახავს მიზნად.
როგორც აშშ-სთან მოლაპარაკებებში ჩართულმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, უკრაინისთვის „მშვიდობის საბჭოს“ შექმნა (რომელსაც ასევე აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს) „რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული წინადადებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“.
როგორც იუწყებაინ, საბჭოში უნდა შევიდნენ უკრაინის, ევროპის, ნატო-სა და რუსეთის წარმომადგენლები და მის ამოცანას უნდა წარმოადგენდეს სამომავლო სამშვიდობო გეგმის განხორციელებისა და მისი შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა.
„ჯერ არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მზადაა დათანხმდეს — ან თუნდაც სერიოზულად განიხილოს — 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელზეც შეთანხმდნენ შეერთებული შტატები, უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები. მოსკოვი უკრაინისგან ტერიტორიული დათმობებს მოითხოვს, თუმცა კიევი ამ მოთხოვნებს მიუღებლად მიიჩნევს,“ - წერსგამოცემა.
აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს „მშვიდობის საბჭოს“ სქემის გამოყენების იდეას სხვა კონფლიქტების დასასრულებლად, მათ შორის უკრაინასა და ვენესუელაში.
FT-ის ცნობით, გეგმა. შესაძლოა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარადგინონ, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება.