ჩემთვის დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაჩადოსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემ მიერ გაწეული შრომისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადმომცა. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია“, - აცხადებს ტრამპი.
ცნობისთვის, მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა და ტრამპს ნობელის პრემია გადასცა.