ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში აფეთქების შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია, სულ მცირე ოთხი ადამიანი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აფეთქება უტრეხტის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უტრეხტის მერმა, შერონ დიკსმამ განაცხადა, რომ ამ დრომდე არ იციან, არიან თუ არა ნანგრევების ქვეშ ადამიანები.
დაწყებულია გამოძიება.