პოლონეთი უკრაინაში მიგ-29 ტიპის ცხრა გამანადგურებლის გადაცემას გეგმავს, თუმცა ტექნიკური მოლაპარაკებები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილენ პაველ ზალევსკიმ მედიას განუცხადა.
ზალევსკის თქმით, თვითმფრინავის გადაცემის შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
„ჩვენ ველოდებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პასუხს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს... ეს წმინდა ტექნიკური მოლაპარაკებებია“, - აღნიშნა მან.
შეკითხვაზე დათანხმდა თუ არა უკრაინა პოლონეთის წინადადებას, ზალევსკიმ უპასუხა, რომ კიევი დათანხმდა.
„მე მიმაჩნია... რომ უკრაინელებმა გადაწყვიტეს, მიიღონ ეს წინადადება. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, არის გარკვეული ტექნიკური ასპექტები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს“, - დასძინა მან.
ზალევსკის თქმით, პირველი პარტია „ათზე ნაკლები“ თვითმფრინავისგან შედგება.