შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს. ამის შეასხებ Reuters-ს ორმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომდევნო 24 საათში მოხდეს.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ინტერვენციის მასშტაბები და დრო ჯერ კიდევ არ არის ნათელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ამერიკელმა ლიდერმა დაგმო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა და დემონსტრანტებს დახმარება აღუთქვა.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება განიხილავდა ინტერვენციის სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის სამხედრო დარტყმებს, კიბერშეტევებს და ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
ამ ფონზე, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავისი ჯარების ნაწილის გაყვანა ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზებიდან.