აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს ხანებში მოსკოვში ჩასვლას გეგმავენ, რათა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
დონალდ ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობების ფონზე შედგება.
სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ შეხვედრა შესაძლოა ამ თვეში გაიმართოს.
ამავდროულად, მათ განაცხადეს, რომ გეგმები ჯერ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და დრო შეიძლება შეიცვალოს ირანში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამჟამად ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. კრემლმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, გაურკვეველია, რამდენად არის დაინტერესებული პუტინი ამ შეხვედრით, რაც სავარაუდოდ, თარიღის დანიშვნის მთავარ დაბრკოლებას სწორედ ეს გაურკვევლობა წარმოადგენს.
წყაროების ცნობით, პუტინს, სავარაუდოდ, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის უახლესი პროექტი წარედგინება, რომელზეც უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები მუშაობდნენ.