სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 13-14 იანვარს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის სესახებ სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
დაგეგმილია „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების ჩარჩოს შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ალისონ ჰუკერი და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროსი ოფიცერი ბრენდან ჰანრაჰანი.