ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე სამხედრო თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გეგმები შეიძლება შეიცვალოს, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ამის შესახებ მან Sky News-ს განუცხადა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ქმედების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ტრამპი და მისი კაბინეტი მიიღებს, თუმცა დაადასტურა, რომ ამ მომენტისთვის თავდასხმები არ იგეგმებოდა.
„ეს გადაწყვეტილებები ვაშინგტონში პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივნის მიერ იქნება მიღებული, თუმცა ამ ეტაპზე მე არაფერი მესმის ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის მზადების შესახებ“, - თქვა მან.
„ახლა საქმე იმაშია, რომ დავაკვირდეთ ორგანულ მოძრაობას, რომელიც ძალიან, ძალიან უკმაყოფილო და სრულიად სამართლიანადაც კი უჩნდება ირანელ ხალხს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეუძლიათ“, - დასძინა დიპლომატმა.
მისი თქმით, ტრამპის მოთმინება შეიძლება დასრულდეს, თუ ირანის რეჟიმი გააგრძელებს მომიტინგეების მკვლელობას.
მისოვე თქმით, ტრამპი ამჯობინებდა,რომ არასდროს გამოეყენებინა სამხედრო ძალ, თუმცა ის ვერ უყურებს, როგორ ხოცავენ ხალხს.
„ის ჩაერევა, როცა ამის საჭიროება იქნება და გაუმკლავდება მათ, ვინც საშინელ რაღაცებს სჩადის“, - თქვა ჰაკაბიმ.