საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება და წერს, რომ გმობს ძალადობას ირანელი მოქალაქეების წინააღმდეგ.
"მე ვგმობ სახელმწიფო ძალადობას, რომელიც განურჩევლად ესხმის თავს ირანელ ქალებსა და კაცებს, რომლებიც გაბედულად მოითხოვენ თავიანთი უფლებების პატივისცემას. ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა უნივერსალური მოთხოვნაა და ჩვენ მათ დამცველთა გვერდით ვდგავართ", - წერს მაკრონი.